მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლატვიაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩნენ - ქვეყანა მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებს

ლატვიის დროშა

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის ხელახალი გაცემის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. 

საიმიგრაციო კანონში ცვლილებების თანახმად, ლატვიელ დამსაქმებლებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებთან იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ მათ ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი არ ექნებათ.

ამ დროისთვის კანონპროექტი დასამტკიცებლად გადაეგზავნა სხვა სამინისტროებს, შემდეგ მას ლატვიის პარლამენტი და მთავრობა განიხილავენ.

სამინისტრო აპირებს, გამონაკლისი დაუშვას და ბინადრობის ნებართვის გაუხანგრძლივოს მათ, ვინც ერთ-ერთ ამ კატეგორიას მიეკუთვნება:

🔴 ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, ცხოვრობენ ლატვიაში

🔴 ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ლატვიაში ჰუმანიტარული მიზნით ან ლატვიის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე

🔴 ადამიანები, რომლებსაც აქვთ მჭიდრო ოჯახური კავშირები ლატვიის მოქალაქეებთან ან არამოქალაქეებთან 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 დაიღუპა 13 წლის მოზარდი და 72 წლის ქალი - ქარიშხალი და ძლიერი შტორმი კუნძულ კორსიკაზე

🔴  16 დაღუპული, 18 დაკარგული და 6000-ზე მეტი დაზარალებული ადამიანი - ჩინეთში ერთდროულად წყალდიდობასა და უკიდურესად მაღალ ტემპერატურას ებრძვიან

🔴 აშშ-მა შესაძლოა, თურქეთის რუსეთთან ეკონომიკურად დაახლოების შემთხვევაში, დასავლურ კომპანიებს თურქეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდოს

🔴 მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

🔴  ერდოღანი ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში გაემგზავრა - თურქული მედია

🔴  დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ცნობილი სასულიერო პირი - აფეთქება ქაბულის მეჩეთში