მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველო „3+3“ ფორმატს შეუერთდება

ლავროვი საქართველოზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველო «3+3» ფორმატს შეუერთდება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ამის შესახებ ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰუსეინ ამირ აბდულაჰიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლავროვმა და აბდულაჰიანმა 3+3 მოლაპარაკების ფორმატი განიხილეს, რომელშიც რუსეთის და ირანის გარდა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და თურქეთი უნდა შევიდნენ. საკითხი ეხება ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განახლებას.

„ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენით არა მარტო სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ საქართველო მოიგებს. მოგებაში დარჩებიან ასევე ირანი, რუსეთი და თურქეთი. სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ დღეს გამართულ შეხვედრაზე“, - ამბობს ლავროვი.

ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სწორედ მოსკოვმა შეასრულა მთავარი როლი მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის შეჩერებაში. მისი თქმით, რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მისი განვითარება იქ არსებული კონფლიქტების გამო შეფერხებულია.

ცნობისთვის, 3+3 ფორმატის შექმნის ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა. მისი თქმით, ეს საკითხი რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 საქართველო ზღვაა, შავი ზღვა კი - ხმელეთი, კადიროვის ინაუგურაციაზე უცნაური რუკა გამოჩნდა

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი