მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვის სიტყვებმა, „რუსეთი დაეხმარება უკრაინელ ხალხს“, კიდევ ერთხელ აჩვენა ღრმა ზიზღი უკრაინის დემოკრატიული არჩევანის მიმართ - ანალენა ბაერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად მოსკოვი უკრაინელ ხალხს ანტიეროვნული რეჟიმისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს

მისი თქმით, ლავროვის სიტყვებმა, რომ რუსეთი „უკრაინელ ხალხს დაეხმარება“ კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთის ხელისუფლების ღრმა ზიზღის დონე უკრაინის დემოკრატიული არჩევანის მიმართ. 

„ახლა ვერავინ ამტკიცებს, რომ რუსეთი მხარს უჭერს სხვა რამეს, რუსეთი მხარს უჭერს უკრაინის და უკრაინელი ხალხის სრულ დამორჩილებას“, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოსახლეობას დაეხმარება „ანტიხალხური და ანტიისტორიული რეჟიმისგან“ გათავისუფლებაში.

„ჩვენ ვწუხვართ უკრაინელი ხალხის გამო, რომელიც ბევრად უკეთესს იმსახურებს. ჩვენ ვწუხვართ უკრაინის ისტორიის გამო, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება და ვწუხვართ მათ გამო, ვინც დაემორჩილა კიევის რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდას, რომლის მიზანია, უკრაინა გახდეს რუსეთის მარადიული მტერი.

ამავე თემაზე:

👉  „რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ერთად ცხოვრებას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინელებს, გათავისუფლდეს აბსოლუტურად ანტიხალხური რეჟიმისგან“ - სერგეი ლავროვი