მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლგბტ+ საზოგადოების დისკრიმინაციის გამო ევროკომისია პოლონეთსა და უნგრეთს სასამართლოში უჩივის

ლგბტ+ დროშა

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, უნგრეთის და პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო დავები დაიწყო ამ ქვეყნებში ლგბტ+ საზოგადოების დისკრიმინაციის გამო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

კერძოდ, უნგრეთში 2021 წელს კანონი მიიღეს, რომელიც საგანმანათლებლო მასალებში არასრულწლოვანებისთვის ტელეშოუებში ჰომოსექსუალობის და სქესის შეცვლის „დემონსტრაცია ან პროპაგანდა“ იკრძალება.  ეს კანონი მიღებული იყო პედოფილიასთან ბრძოლის უფრო ფართო კანონის ფარგლებში. უნგრეთში აცხადებენ, რომ კანონი ბავშვების დაცვას და არა ლგბტ+ საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.

პოლონეთში კი 2020 წელს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შექმნეს ზონები, რომლებიც ლგბტ + იდეოლოგიისგან თავისუფალია. ამ მუნიციპალიტეტებში ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც ჰომოსექსუალიზმის მიმართ ლიბერალურ დამოკიდებულების წახალისებას ახდენს.

„ევროპა არასოდეს დაუშვებს, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილები სტიგმატიზაციის ქვეშ მოექცეს. თანაბარი უფლებები და ღირსების პატივისცემა ევროკავშირის ძირითადი ფასეულობებია“ - წერია ევროკომისიის განცხადებაში.

უნგრეთსა და პოლონეთს ორი თვე აქვთ, რომ ამ ბრალდებებს უპასუხონ. 2021 წლის მარტში ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვით ამ ორგანიზაციის 270-ვე ქვეყანა ლგბტ+ -ისთვის „თავისუფალ ზონას“ წარმოადგენს.