მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლოიდ ოსტინმა და სერგეი შოიგუმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ისაუბრეს - BBC

პენტაგონის ხელმძღვანელი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ ლოიდ ოსტინმა პირველად ისაუბრეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. 

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსტინმა რუსეთს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ საუბრის შესახებ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა. 

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოიგუმ და ოსტინმა განიხილეს „საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება“.

მათ, ასევე, განაცხადეს, რომ საუბარი შეერთებული შტატების ინიციატივით შედგა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ევროკავშირი უკრაინას მძიმე შეიარაღებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს - ჯოზეფ ბორელი

✔️ შვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ

✔️ რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება დიდ საფრთხეს წარმოადგენს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

✔️ რუსული არმია დასავლეთის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით - რუსეთის ელჩი ევროკავშირში