
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის პოლიციამ 180 მლნ გირვანქა სტერლინგის (250 მლნ. აშშ დოლარის) კრიპტოვალუტა ამოიღო, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
კრიპტოვალუტას დანაშაულებრივი დაჯგუფებები ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ. ეს რეკორდული თანხაა, როსი ამოღებაც მოხდა. მანამდე რეკორდი 24 ივნისს იყო დაფიქსირებული, როდესაც ასევე ლონდონში 160 მლნ აშშ დოლარის კრიპტოვალუტა ამოიღეს.
დანაშაულებრივი სამყარო კრიპტოვალუტის ტრანსაქციებს ხშირად იყენებს, რადგანაც ის თანხის გამგზავნისთვისაც და მიმღებისთვისაც ანონიმურობის მაღალ დონეს წარმოადგენს.
ლონდონის პოლიცია არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი კრიპტოვალუტა იყო ამოღებული.