უცხოეთი

ლონდონში ავტომობილი პრემიერ-მინისტრის ეზოს ჭიშკარს დაეჯახა

დაუნინგ-სტრიტი
1685083803
დაკოპირებულია

ლონდონში დაუნინგ-სტრიტზე განლაგებული პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პოლიციამ მძღოლი დააკავა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ტერაქტის ვერსია ამ დროისთვის არ განიხილება.

ავტომობილის შეჯახების დროს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი რეზიდენციის შიგნით იმყოფებოდა. მოგვიანებით პოლიტიკოსი მანამდე დაგეგმილ შეხვედრაზე წავიდა.