უცხოეთი

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთიდან ბელარუსში ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაწყებულია

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო
1685034631
დაკოპირებულია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე სტრატეგიული ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაწყებულია. 

👉 მოსკოვმა და მინსკმა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

„ჩვენ უნდა მოგვემზადებინა შესანახი ადგილი და ასეთი რამეები. ეს გავაკეთეთ, ამიტომ, ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მანამდე, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის შენახვის პროცედურას განსაზღვრავს.