უცხოეთი

ლვოვში ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები
1660833501
დაკოპირებულია

უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და თურქული მედია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველ პირებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეუერთდება. როგორც ცნობილია, გუტერეში, ერდოღანი და ზელენსკი ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ იმსჯელებენ. 

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება. 

გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერდოღანისა და თურქეთის დელეგაციის უკრაინაში დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი ალაკარამ უკვე გამართა მოლაპარაკებები უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან.

„შეხვედრის დროს გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა თავდაცვისა და უსაფრთხოების ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე“, - ნათქვამია შეხვედრის შესახებ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი