მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიმუნის ყვავილით ადამიანისგან ძაღლი დაინფიცირდა - ჯანმო

ძაღლი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის გავრცელების შემდეგ პირველად, ძაღლი ვირუსით თავისი პატრონისგან დაინფიცირდა.

ჯანდაცვის ლიდერები ამბობენ, რომ ინფიცირებისას შინაური ცხოველებისგან იზოლაცია მნიშვნელოვანია.

ექსპერტების თქმით, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ძაღლებს დაავადების სხვა ძაღლებისთვის ან ადამიანებისთვის გადადება შეუძლიათ, ჯერჯერობით არ არსებობს.

ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილი ვრცელდება კანთან მჭიდრო კონტაქტით და ასევე, იმ ქსოვილებთან შეხებით, რომლებიც მანამდე დაავადებულმა პირებმა გამოიყენეს. 

მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 35 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ფატალურად მხოლოდ 12 დასრულდა. 

შეგახსენებთ, მაიმუნის ყვავილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ივლისში გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად გამოცხადდა.

ამავე თემაზე:

❗ ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის

❗ გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

❗ „მაიმუნის ყვავილის“ მწვავე დასაწყისი, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება - ალექსანდრე გოგინავა საქართველოში ინფექციის შესაძლო გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

❗ „მაიმუნის ყვავილს“ დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“ - ბიძინა კულუმბეგოვი