მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკრონმა მერკელი საფრანგეთის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

მაკრონმა მერკელს ორდენი გადასცა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ მაკრონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა პრობლემის და ტურბულენტობის მიუხედავად, მერკელმა ყველაფერი გააკეთა, რათა ევროპული ერთიანობა შეენარჩუნებინა.

საპატიო ლეგიონის ორდენი - საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა. ის ჯერ კიდევ 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა დააწესა. ორდენი საფრანგეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცემა. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი შეიძლება უცხოეთის მოქალაქეც გახდეს.

ანგელა მერკელი რამდენიმე დღეში გერმანიის კანცლერი აღარ იქნება. გერმანიაში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ახალი კანცლერი სავარაუდოდ ამ პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი გახდება. მერკელი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერიც აღარ არის.