
სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და 15 ჯარისკაცი დაიღუპა ცენტრალურ მალიში განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ „ასოშიეთი პრესი“ წერს.
„ორი თავდასხმა განხორციელდა მალის არმიის პოზიციებზე ქვეყნის ცენტრში, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვა არმიის მხრიდან და სულ მცირე 48 თავდამსხმელი დაიღუპა“, - განაცხადა არმიის სპიკერმა პოლკოვნიკმა სულეიმან დემბელემ.
მალის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს ტერორისტული თავდასხმები მოიგერიეს რამდენიმე პოზიციებზე.
„თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ ისინი ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ჯიჰადის ჯგუფების ნიშანს ატარებენ, იმყოფებიან ამ რაიონებში. ადგილობრივმა ლიდერმა ამადუ კუფამ რამდენიმე კვირის წინ გაგზავნა მესიჯი და მოუწოდა თავის მებრძოლებს გააძლიერონ თავდასხმები“, - აცხადებენ მალის არმიაში.
თავდასხმები მალის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 „ეს ხდება ყოველდღე, ყველას ემუქრება იგივე საფრთხე“ - პუერტო-რიკოს მახლობლად 5 მიგრანტი დაიხრჩო
👉 შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს - ჰაიტიში ბანდების ომი გრძელდება
👉 ისტორიაში პირველად კომპანია Meta-ს შემოსავლები შეუმცირდა
👉 „ტურისტებს აფრთხილებენ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ“ - მასშტაბური ხანძარი გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე