მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაროკო კოვიდვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს

მაროკო, რაბათი

მაროკო შვედურ ფირმა Recipharm-თან პარტნიორობით, COVID 19-ის ვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ქარხანა მაროკოს ეკონომიკური ცენტრში ამოქმედდება. ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს მეფე მოჰამედ VI ესწრებოდა. 

მედიასაშუალება წერს, რომ ქარხნის სრულყოფილად ამუშავებას 400-500 მილიონი ევროს ინვესტიცია დასჭირდება. ქარხნის მშენებლობამ ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობის ვაქცინით მომარაგება უნდა უზრუნველყოს. 

აღსანიშნავია, რომ მარიკო უკვე აწარმოებს ჩინურ სინოფარმს. ქვეყანაში, სადაც 36 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, იმედოვნებენ, რომ ქარხნის მშენებლობა, პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს. 

მაროკოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით 23 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.