უცხოეთი

„მარცვლეულის გლობალური კრიზისი უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს“ - ლიზ ტრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
1655980987
დაკოპირებულია

„მარცვლეულის გლობალური კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს“, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა  მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს რუსეთს, დაუშვას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, კიევი კი ადანაშაულებს მოსკოვს შავი ზღვის პორტების ბლოკირებაში.

„ძალიან მკაფიოა, რომ უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, კომერციული ხომალდებისთვის უნდა იყოს უსაფრთხო გასასვლელი. გაერთიანებული სამეფო ჩვენს გამოცდილებას გთავაზობთ ყველა ამ ფრონტზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული, გვაქვს შესაბამისი ზომები, რათა მარცვლეული უსაფრთხოდ გავიდეს, მაგრამ ეს საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ეს ორი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მარცვლეულის მიწოდების შეფერხებამ, ასევე, გამოიწვია საკვები პროდუქტების მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რუსეთმა საკვების იარაღად გადაქცევა უნდა შეწყვიტოს“ - უკრაინაში აშშ-ის საელჩო

👉 „რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, მათ რესურსი ეწურებათ“ - ბორის ჯონსონი

👉 ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლისიჩანსკი დაიკავონ - ISW

👉 უკრაინის აღდგენა ევროპელების არა ერთი, არამედ რამდენიმე თაობის ამოცანა იქნება - ოლაფ შოლცი

👉 „ლიეტუვას მხრიდან ტრანზიტის აკრძალვას პრაქტიკული პასუხი გაეცემა“ - მარია ზახაროვა