მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მასკი: ჩვენ მარსზე 2030 წლამდე გავფრინდებით

მასკის გეგმები

კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანი მარსზე 2030 წლამდე ბევრად უფრო ადრე გაფრინდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მასკის განცხადებით, მარსზე Starship-ის ტიპის ხომალდი გაფრინდება. ამ მძიმე რაკეტის მეშვეობით მთვარეზე და მარსზე 100 ტონამდე ტვირთის წაღება იქნება შესაძლებელი.

დედამიწის ორბიტაზე ამ ხომალდის პირველი გაშვება 2021 წლის ბოლოს იგეგმება. 2023 წელს კი მასკის ხომალდით მთვარეზე იაპონელი მილიარდერი იუსაკა მაეძავა აპირებს გაფრენას.

მისიის ფარგლებში მთვარის გარშემო ფრენა და დედამიწაზე დაბრუნება იგეგმება. მთვარეზე დაშვება კი მოგვიანებით მოხდება.