უცხოეთი

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 000 თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს

ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს
1659780375
დაკოპირებულია

ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 000 თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს.

გამოცემა New York Post-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის წინადადების დადასტურება, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას, ოპერატიულად ვერ შეძლეს, თუმცა მას, ასევე, ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იგორ კოროჩენკო.

„არის განცხადებები, რომ 100 000 ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზად არის ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში. თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალი უკრაინის ფაშიზმთან ბრძოლაში, ჩვენ მას ამის საშუალება უნდა მივცეთ“, - განაცხადა კოროჩენკომ ერთ-ერთი პროპაგანდისტული მედიის ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო