
„სახელმწიფოსთვის რთულ პერიოდში ღირსეულმა ადამიანმა საკუთარ ქვეყანაში უნდა იცხოვროს“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა და რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდა.
„შეუძლებელია, არ გაითვალისწინო ის პირობები, რომელშიც ცხოვრობ. არ მგონია, რომ სხვა შეხედულების მქონე ადამიანებს ჯვარზე აკრავენ, მაგრამ ქვეყნისთვის რთულ დროს, თუ წესიერი ადამიანი ხარ, სამშობლოში უნდა იცხოვრო და მიჰყვე იმ პირობებს, რომელშიც ხარ“, - განაცხადა მედვედევმა.