მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, საემიგრაციო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი საემიგრაციო ცენტრში

აშშ-ის საზღვართან მდებარე მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა.

იმიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ 71 მიგრანტი აიყვანეს ქალაქის ქუჩებიდან.

შემთხვევის ადგილზე მისული მეხანძრეები და ჯარისკაცები დაშავებულებს ცენტრის შენობიდან გამოსვლაში დაეხმარნენ. ზოგიერთ დაშავებულს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, დაშავებულების ნაწილი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს არ გაუვრცელებია. თუმცა, ერთ-ერთი თვითმხილველი აღნიშნავს, რომ ცენტრში მყოფი მიგრანტების უმეტესობა ვენესუელიდან იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს ოკუპანტების ბაზას მელიტოპოლში, რუსული ჯარები წინ მიიწევენ ბახმუტში - საბრძოლო რუკები

👉 რუსეთის არმიამ დაკარგა სატანკო პოლკის უმეტესი ნაწილი ავდიივკას მახლობლად - ბრიტანული დაზვერვა

👉 ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ზახაროვა

👉 რუსებმა თითქმის მიაღწიეს ბახმუტის ცენტრს - ISW

👉 რუსეთი არ წყვეტს ბახმუტის ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობას - ალექსანდრ სირსკი