უცხოეთი

მერკელი კანცლერის რანგში G20-ის ბოლო სამიტში მონაწილეობს

ბოლო სამიტი მერკელისთვის
1635603067
დაკოპირებულია

იტალიის დედაქალაქ რომში 30 ოქტომბერს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტი ტარდება, რომელიც ანგელა მერკელისთვის კანცლერის რანგში ბოლო სამიტია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მერკელი რომში თავის მემკვიდრესთან, ოლაფ შოლცთან ერთად ჩავიდა, რომელიც ახლა გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

ეს G20-ის ლიდერების პირველი დასწრებული შეხვედრაა ბოლო 2 წლის განმავლობაში. სამიტში ონლაინ ჩართვის რეჟიმში მხოლოდ რუსეთის და ჩინეთის ლიდერები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მონაწილეობენ. შეხვედრაზე პირველ რიგში კორონავირუსის პანდემია და მსოფლიო ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა იქნება განხილული.

G20-ის ლიდერები მომავალი წლის სექტემბრისთვის მსოფლიოში ვაქცინაციის 70%-იანი დონის უზრუნველყოფას გეგმავენ. შესაბამისად, ვაქცინებით ღარიბი ქვეყნების მომარაგების საკითხი იქნება განხილული.

რომის სამიტზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დაცვის ღონისძიებებში 5 ათასი პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობენ.