მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მერკელი: პენსიაზე გავალ და პოლიტიკიდან მივდივარ

მერკელი პენსიაზე გადის

ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა, ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან მიდის და პენსიაზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

„ცოტა ხნით დასვენებას ვაპირებ. შემდეგ კი ვნახოთ“, - ამბობს მერკელი.

„ჩემი მუშაობა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა და მანიჭებს. შესაბამისად მუშაობის ბოლო დღემდე ძალზე ყურადღებით უნდა ვიყო“, - აცხადებს ანგელა მერკელი.

მერკელის თქმით, პოსტის დატოვების შემდეგ ის პოლიტიკით დაკავებული აღარ იქნება. „პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებით უკვე 16 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული. ყოველთვის მულტილატერალიზმის მომხრე ვიყავი. ახლა კი ცოტა დასვენება მინდა“ განაცხადა მერკელმა.

გერმანიის საგადასახადო გადასახადების გადამხდელთა კავშირის ინფორმაციით, ანგელა მერკელის პენსია გადადგომის შემდეგ თვეში 15 ათას ევროს შეადგენს. ის ხელფასის ოდენობის ნახევარს შეადგენს, რასაც მერკელი კანცლერის პოსტზე იღებდა.