მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიგრანტთა ორმა ჯგუფმა ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლა მოახერხა

მიგრანტებმა პოლონეთში შეღწევა მოახერხეს

პოლონეთში ბელარუსის მხრიდან არალეგალური მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა გადასვლა მოახერხა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

პოლონეთის რადიოსადგურ Bialystok-ის ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ათეულ მიგრანტზე, რომლებმაც სასაზღვრო ჯებირები გაარღვიეს ქალაქ კრინკის მახლობლად.

როგორც სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა კატარჟინა ზდანოვიჩმა განაცხადა, ზოგიერთი მიგრანტი უკან ბელარუსში დააბრუნეს, ხოლო დანარჩენებს პოლონეთში ეძებენ.

რაც შეეხება სასაზღვრო პუნქტ „კუზნიცას“, იქ ამჟამად სიმშვიდეა. ბელარუსის მხრიდან ასობით ადამიანი რჩება. ამ ადგილას საზღვრის გარღვევა მიგრანტებმა რამდენიმე დღის წინ სცადეს.

სიტუაცია ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე 8 ნოემბერს გართულდა, როდესაც სასაზღვრო პუნქტს ბელარუსის მხრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი მიუახლოვდა, მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან. მას შემდეგ, რაც პოლონელმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა საზღვარზე მიგრანტების გადასვლა აღკვეთეს, მათ იქვე კარვების ქალაქი გაშალეს.