მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Moderna-ს ვაქცინა ევროპაშიც დაარეგისტრირეს

მოდერნა დაარეგისტრირეს ევროპაში

ევროპის წამლების მართვის სამმართველომ (EMA) კომპანია Moderna Inc-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ვაქცინის გამოყენება 18 წელზე უფროსი ადამიანებისთვის იქნება ნებადართული.

მისი გამოყენების საბოლოო დადასტურებას ევროკომისიის თანხმობა სჭირდება, თუმცა ამ მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

ევროპაში ეს მეორე ვაქცინაა Covid 19-ის წინააღმდეგ, რომლის გამოყენებაც ნებადართულია. ორი კვირის წინ EMA-მ კომპანია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროპაში უკვე ასობით ათას ადამიანს გაუკეთდა. ამასთანავე, საფრანგეთის და გერმანიის ოფიციალური პირები უკმაყოფილოები არიან, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, ვირუსის გავრცელების ტემპი არ შენელებულა. შესაძლოა, ევროპაში Moderna-ს ვაქცინის გამოჩენამ ეს მდგომარეობა გააუმჯობესოს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ამერიკელმა ფარმაცევტმა Moderna-ს ვაქცინის 57 ამპულა გაანადგურა

🔅 გაბუნია: განვიხილავთ Pfizer-ის, moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას