მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Moderna-ს ვაქცინა ორგანიზმში იმუნიტეტს მინიმუმ სამი თვით ქმნის

მოდერნას ვაქცინის ადამიანს იმუნიტეტს 3 თვე უნარჩუნებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც კომპანია Moderna-მ შექმნა, ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს მინიმუმ სამი თვით ქმნის. ამის შესახებ medicalxpress.com იუწყება. 

ასეთი დასკვნა აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტმა გააკეთა ჩატარებული კვლევების მიხედვით. ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის გამოყენების შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულები კვლევებში მონაწილე პირთა ორგანიზმში 3 თვის განმავლობაში რჩება.

კვლევებში სხვადასხვა ასაკის 34 ადამიანი მონაწილეობდა. ამ პირთა იმუნურ რეაქციას მეცნიერები კვლევების პირველი ეტაპიდან სწავლობდნენ.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს Moderna-მ აშშ-ის კვების პროდუქტებზე და მედიკამენტებზე კონტროლის სამმართველომ შესაბამისი განაცხადი შეიტანა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე. აშშ-ში ვაქცინაციის დაწყება 11 დეკემბრის შემდეგ იგეგმება.