მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოკლული ქალის შვილების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი დედის მკვლელს ალაბამაში დღეს სიკვდილით დასჯიან

შემთხვევა ალაბამაში

მსხვერპლის ოჯახის წევრების თხოვნის მიუხედავად ალაბამაში სიკვდილით დასჯიან მამაკაცს, რომელიც ყოფილი მეგობარი ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს. 

მედიასაშუალების ცნობით, ჯო ნათან ჯეიმს სასიკვდილო ინიექცია ადგილობრივი დროით 6 საათზე ალაბამას ციხეში გაუკეთდება. 

 ჯეიმსი გაასამართლეს და მიესაჯა სიკვდილით 1994 წელს ბირმინგემში. მოკლული ქალის შვილებმა განაცხადეს, რომ მათ საკუთარ თავში იპოვეს ძალა და მკვლელს პატიობენ. შვილების თქმით, მათ ურჩევნიათ ჯეიმსი სამუდამო პატიმრობაში იყოს, ვიდრე მოკლან, თუმცა ალაბამას გუბერნატორმა ქეი აივიმ თქვა, რომ კაცი სიკვდილით დაისჯებოდა. 

მოკლული ქალის შვილის თქმით, ჯეიმსის სიკვდილით დასჯა დედამისს ვერ გააცოცხლებს. 

ჯეიმსი 1994 წლის 15 აგვისტოს ქალის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და სამჯერ ესროლა. ფეით ჰოლი 26 წლის იყო, როცა ჯეიმსმა მოკლა, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.  ექვსი წლის ტერილინ ჰოლი ცდილობდა გაეგო რა დაემართა დედას. 

ამავე თემაზე: 

🔴  „ვიპოვეთ ძალა და ვპატიობთ“ - ალაბამაში შვილები დედის მკვლელის სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებიან