მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოლდოვა ზელენსკის სამშვიდობო ფორმულასა და რუსეთისთვის ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს“ - სანდუ

მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, უკრაინის სამშვიდობო ფორმულას მხარს უჭერს, რადგან უკრაინის უსაფრთხოება მოლდოვის უსაფრთხოების გარანტიაა. 

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნას. 

„უკრაინა დღეს უზრუნველყოფს მოლდოვის უსაფრთხოებას და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ამისთვის. მოლდოვა პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. მოლდოვა მხარს უჭერს უკრაინის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობის ფორმულას და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას“, - განაცხადა სანდუმ.