უცხოეთი

მოლეკულა, რომელიც კიბოს მძიმე ფორმას ანადგურებს - მეცნიერების აღმოჩენა

კიბოს უჯრედი
1658488948
დაკოპირებულია

აშშ-ის ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა ERX-41, რომელიც კიბოს მძიმე ფორმას ანადგურებს. ამის შესახებ indiatimes.com იუწყება. 

დოქტორმა იუნგ-მო-ანომმა მოლეკულური შენაერთის სინთეზირება მოახდინა, რომელიც ძუძუს კიბოს უჯრედებს ანადგურებს და, ამასთანავე, ჯანმრთელ უჯრედებს არ აზიანებს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ პრეპარატმა კვლევების 18-ვე მონაწილე განკურნა, რომლებიც კიბოთი იყვნენ დაავადებულები. ცდების დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ შენაერთს კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის განადგურებაც შეუძლია. საუბარია ძუძუს კიბოს ე.წ „სამჯერ ნეგატიურ სიმსივნეზე“. 

ERX-41-ის მოლეკულური შენაერთი პაციენტების გარანტირებულ მკურნალობას უზრუნველყოფს. სამჯერ ნეგატიური კიბო უფრო მძიმე შედეგებს იწვევს, ვიდრე კიბოს სხვა ფორმები და 40 წლამდე ასაკის ქალებს აზიანებს.