მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მონროვიაში ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა

მონროვიაში ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ეკლესიაში მომხდარ ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

ინციდენტი დედაქალაქის გარეუბანში, ნიუ კრუ თაუნის ტაძარში მოხდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანიც.

ექიმების განცხადებით, გარდაცვლილია 29 ადამიანი, თუმცა ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 

თვითმხილველის თქმით, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი შევარდა ბრბოში.

ლიბერიის ქუჩის ბანდების ჯგუფები, რომლებიც ცნობილია ზოგოს სახელით, ჩვეულებრივ ახორციელებენ ძარცვას მაჩეტეებით და სხვა მცირე ზომის იარაღით.

პოლიციის სპიკერმა მოზეს კარტერმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

მომხდარ  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.