
მოსკოვის მახლობლად, ქალაქ დოლგოპრუდნის ქიმიურ ქარხანაში ხანძარია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 50 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
„დოლგოპრუდნიში (მოსკოვის რეგიონი) ქიმიურ ქარხანაში რეაგენტების შემცველი კონტეინერი იწვის“, - აცხადებენ საგანგებო სამსახურში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, ერთმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი
👉 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა