მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვის სახინკლეში დამლაგებელმა ქართველი მზარეული მოკლა - ხუმრობა, რომელიც მკვლელობით დასრულდა

მკვლელობა მოსკოვში

მოსკოვის მიტიშის რაიონში სახინკლე „თბილისო“-ში დამლაგებელმა ქართველი მზარეული დანით მოკლა. ამის შესახებ  mk.ru იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, მზარეულმა დამლაგებელი, რომელიც ეროვნებით ტაჯიკია, სექსუალურად შეავიწროვა და სხეულზე შეეხო. ამას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც დამლაგებელმა ქალმა ქართველს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებს ტაჯიკი ქალი ქართველ მზარეულს დანით რამდენიმე ჭრილობას, რამდენიმე წამის შემდეგ კი კაცი იატაკზე ეცემა და ჩანს სისხლიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლო.

მოკლული მამაკაცი 51 წლის სოსო ბერაიაა და ის ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

რაც შეეხება მკვლელს, ის პოლიციამ დააკავა და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

⚠️ ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს (+18)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📣 რუსეთი ორმოში იმყოფება, საიდანაც გამოსვლა შეიძლება მომავალ თაობებსაც კი გაუჭირდეთ - რუსი პოლიტოლოგი

📣 „ღამით მოშვებული დატოვეთ ონკანი წყლის მცირე ჭავლით“ - GWP მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს

📣 ისრაელში საჯარო სივრცეებიდან პალესტინის დროშებს მოხსნიან

📣 ვიღაც პოდოლიაკი უცხო ქვეყნის ჩაგვრაში რომაა, ნუ გამოაგზავნიდნენ, წასაყვანიც აღარ ეყოლებოდათ, ვის რაში სჭირდებოდა - მეუფე იაკობი სააკაშვილზე