უცხოეთი

მოსკოვის ცენტრში გადამდგარი გენერალი გარდაცვლილი იპოვეს

რუსული პოლიცია
1658419517
დაკოპირებულია

მოსკოვის ცენტრში რუსული ძალოვანი უწყების გადამდგარი გენერალი გარდაცვლილი იპოვეს. 

ყოფილი გენერალი ევგენი ლობაჩოვი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სახლის შესასვლელთან იპოვეს. 

გენერლის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მისმა მეუღლემ და ნათესავმა შეატყობინეს.

მეუღლის თქმით, ლობაჩოვი მანამდე ჩიოდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

რუსული სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სუიციდია. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌„ნატოს რუსეთთან მიახლოება მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს ქმნის“ - მედვედევი

📌 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

📌 „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურული არ არის“ - პესკოვი

📌 „ბევრი ჭორი დადის პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ ის სრულად ჯანმრთელია“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი