მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინის გამო კონფლიქტის იდეა, კატასტროფული სცენარი იქნება“ - მედვედევი

რუსეთის ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს. 

მედვედევის თქმით, პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად გაღვივება, დაუშვებელია. 

„აშკარაა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია დიპლომატიური საშუალებებით შეთანხმების მიღწევა უსაფრთხოების გარანტიებზე“, - აცხადებს მედვედევი. 

მედვედევმა ასევე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზეც ისაუბრა. 

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინის გამო კონფლიქტის იდეა კატასტროფული სცენარი იქნება“, - განაცხადა მედვედევმა და არ გამორიცხა, რომ „ნატოს ასეთი ტიპის სცენარიც ჰქონდეს“. 

„იმედი მაქვს, რომ ეს არასდროს მოხდება“, - დასძინა მედვედევმა.  

იხილეთ აგრეთვე:

🔴  The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴  „Nord Stream 2“-ის გაზსადენი არ გაიხსნება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

🔴  ერდოღანი პუტინსა და ზელენსკის დიალოგისთვის თურქეთში შეხვედრას სთავაზობს

🔴  აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა