უცხოეთი

მოსკოვში ალიევის, ფაშინიანის და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს (ვიდეო)

ალიევი ფაშინიანი პუტინი
1610363557
დაკოპირებულია

მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში 10 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხები იქნება განხილული.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების საკითხებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალდნენ, გზების გახსნას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას“ - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში დღეს ჩავიდნენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებმა, შესაძლოა, საზღვართან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. მას შემდეგ რეგიონში რამდენიმე ლოკალური შეტაკების გარდა მასშტაბური ბრძოლა არ მომხდარა.

იხილეთ აგრეთვე:

ალიევი: ყარაბაღს სამოთხედ გადავაქცევთ

ალიევმა ყარაბაღის აღორძინების ფონდი შექმნა

ლავროვი სააკაშვილზე

ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინა სააკაშვილის გზას არ დაადგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638286643
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის პოზიცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციაა.
1638286050
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638285539
ასოცირებული ტრიოს მინისტრები და შარლ მიშელი

ირაკლი ღარიბაშვილი: საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ლელოს შეფასება ღარიბაშვილის ინიციატივაზე მოწყვეტილია ყველანაირ არა მხ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
1638279868
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებშ...
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 
ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპრ...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობას აპროტესტებს.