მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში კომუნისტების საპორტესტო აქცია გაიმართა (ვიდეო)

მოსკოვში საპროტესტო აქცია

მოსკოვის ცენტრში რუსეთის კომუნისტური პარტიის საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსეთის კომუნისტები სახელმწიფო სათათბიროში ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრის შედეგებს აპროტესტებდნენ. ამის შესახებ kommersant.ru იუწყება.

პუშკინის მოედანზე 3 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქცია მოსკოვის მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს.

„აქცია შეთანხმებული არ არის. გთხოვთ დაიშალოთ, კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული“, - აცხადებდნენ პოლიციელები მიკროფონით. რამდენჯერმე პოლიციელებმა მუსიკა ჩართეს, რომელიც სიტყვით გამომსვლელთა ხმას ახშობდა.

რაც შეეხება კომუნისტების ლიდერს ვლადიმერ ზიუგანოვს, ის აქციაზე არ მისულა, რადგანაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. პარტიაში აცხადებენ, რომ ელექტრონული კენჭისყრის შედეგების დათვლისას სერიოზული დარღვევებია დაშვებული.

ინფორმაციისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 17, 18 და 19 სექტემბერს მიმდინარეობდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მოსახლეობის 51.72%-მა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვება მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ მოიპოვა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა, პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში მანდატები ასე გადანაწილდა:

🔴„ერთიანი რუსეთი“ (მმართველი პარტია) - 324 მანდატი

🔴„რუსეთის კომუნისტური პარტია“ - 57 მანდატი

🔴„სამართლიანი რუსეთი“ - 27 მანდატი

🔴„ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ - 21 მანდატი

🔴„ახალი ხალხი“ - 13 მანდატი

🔴„სამშობლოს საზოგადოებრივი პლატფორმა“ - 1 მანდატი

🔴„განვითარების პარტია” - 1 მანდატი

არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დუმაში არ იქნება.