
მოსკოვის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მამაკაცი, რომელიც პრეზიდენტის დაცვის სნაიპერთა გუნდის წევრი იყო.
მას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე იპოვა იარაღი, რომლიდანაც, სავარაუდოდ, მკვლელობა განხორციელდა.
მოკლული მამაკაცი 23 წლის დინარ საბიროვი იყო. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ერთი დღის წინ მოხდა.