უცხოეთი

„მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და პარტნიორობის გაგრძელებას“ - მეფემ ჩარლზ III-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

მეფე ჩარლზი
1685108320
დაკოპირებულია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

მეფის მილოცვა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაავრცელა. 

„მსურს, ჩემი თბილი მილოცვა გავუგზავნო მის აღმატებულებას და ქართველ ხალხს ამ თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დღეს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 

მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ჩვენი თბილი მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით სავსე დროში“, - აღნიშნულია მეფის მისალოც წერილში.