მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და სისულელეების გავრცელება - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ბრიტანეთს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება.

„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატოს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეწყვიტოს სისულელეების გავრცელება და კონცენტრირება მოახდინონ თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მანამდე დაუსაბუთებლად ადანაშაულებდა რუსეთის დაზვერვის სამსახურებს კიევში პრორუსული ლიდერის „დაყენების“ მცდელობაში.

უკრაინის მთავრობის ოთხი ყოფილი მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი, ბრიტანეთმა დაადანაშაულა რუსეთთან კავშირში, რომლებიც სავარაუდოდ გეგმავდნენ „უკრაინაზე თავდასხმას“, რაც მოსკოვმა არაერთხელ უარყო.

ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს და ამასთან რუსეთის დაზვერვის სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უკრაინის ყოფილ პოლიტიკოსებთან.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა 2021 წლის ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან ათიათასობით სამხედროს მობილიზება მოახდინა.

დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

2022 წლის 21 იანვარს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. რუსეთი კვლავ მოითხოვს დასავლეთისგან ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიებს“, რომლის ძირითადი პუნქტი ნატოში ახალი წევრების მიღებაზე უარია. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინას თანადგომას უცხადებს

🔴  უკრაინა რუსეთისთვის მეორე ავღანეთი გახდება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴  „რუსეთს შეუძლია ხარკოვის ოკუპაციაც სცადოს“ - ზელენსკი