
ინდოეთში 50-მდე ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა, ისინი ძირითადად ფერმერები იყვნენ. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ფერმერები წვიმის დროს ხეებს აფარებდნენ თავს, რა დროსაც მათ მეხი დაეცათ და ადგილზე გარდაიცვალნენ.
ადგილობრივი სამართალდამცველის კაუშამბი ჰემ რაჯ მეენას თქმით, მსხვერპლთა შორის ოჯახის ოთხი წევრი იყო. გარდა ამისა, მეხის დაცემის შედეგად დაიხოცა პირუტყვიც.
„ადამიანები უფრო მეტად იღუპებიან მეხის დაცემისგან, ვიდრე წვიმასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო“, - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
ინდოეთში მუსონური წვიმების პერიოდში მეხის დაცემით ასობით ადამიანი იღუპება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 „უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში წარმატებულად მიმდინარეობს“ - ბრიტანეთის დაზვერვა
👉 „ვიპოვეთ ძალა და ვპატიობთ“ - ალაბამაში შვილები დედის მკვლელის სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებიან