
ლიეტუვაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პეტრ ბეშტას თქმით, ნატოს მისამართით რუსეთის მუქარა გრძელვადიანი იქნება.
როგორც ბრიფინგზე დიპლომატმა აღნიშნა, რუსეთზე სისტემური ზეწოლა იზრდება და ის იძულებულია ამაზე უპასუხოს.
„რუსეთზე სისტემური ზეწოლა იზრდება და იძულებულია ამაზე უპასუხოს. ლიეტუვაზე თავდასხმა, უპირველეს ყოვლისა, არის თავდასხმა ევროკავშირსა და ნატოზე. ლიტვა ემორჩილება ევროკავშირის სანქციებს. რუსეთის ფედერაცია ცდილობს შეუტიოს ევროკავშირისა და ნატოს წევრ კონკრეტულ ქვეყნებს, მოახდინოს მათზე ზეწოლა, რათა დაარღვიოს ერთიანობა“, - აცხადებს ელჩი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 თურქეთში მარმარისის მახლობლად მეორე დღეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
👉 საქართველომ ევროკავშირის უარი ნეგატიურად არ უნდა მიიღოს - ჯოზეფ ბორელი