უცხოეთი

ნავთობი რეკორდულად გაძვირდა

ნავთობი გაძვირდა
1634539149
დაკოპირებულია

Brent-ის ტიპის ნავთობი თითქმის 1%-ით გაძვირდა და რეკორდულ 86 დოლარს მიაღწია ერთ ბარელში. ეს ყველაზე მაღალი ფასია 2021 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ლონდონის ICE-ს ბირჟაზე ჩატარებული ვაჭრობა მიუთითებს. ინფორმაციას cnbc.com ავრცელებს.

რაც შეეხება WTI-ის ტიპის ნავთობს, მისმა ფასმა ერთ ბარელში 82,93 აშშ დოლარი შეადგინა.

ნავთობის გაძვირება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ და ევროპასა და აზიაში ბუნებრივი აირის და ქვანახშირის არასაკმარისმა რაოდენობამ გამოიწვია.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლომდე ნავთობი შეიძლება 100 დოლარამდე გაძვირდეს, მაგრამ ეს ფასი დიდი ხნის განმავლობაში არ შენარჩუნდება. ეს, შესაძლოა, ცივმა ზამთარმა და გაზის დეფიციტმა გამოიწვიოს. ამასთანავე ექსპერტები ამბობენ, რომ ნავთობის მაღალი ფასებისთვის „ფუნდამენტური მიზეზები არ არსებობს“ და ამჟამად არსებული დეფიციტი პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გაცოცხლებას მოჰყვა, ხოლო, პარალელურად, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნედლეულის მოპოვების გაზრდის საკითხს ფრთხილად უდგება.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა. 
1638290502
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
2019 წლის 20 ივნისი საქმეზე დაკავებული

ბესიკ თამლიანს ბრალი წარუდგინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომე...
„ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.