უცხოეთი

ნიკა მელიას დაკავება გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე დღეში მოხდა - Reuters

როიტერი მელიას დაკავებაზე
1614062721
დაკოპირებულია

მსოფლიოს ახალი ამბების სააგენტო Reuters საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს პოლიციამ ოპოზიციური პარტიის ოფისი შტურმით აიღო და მისი ლიდერი დააკავა“ - წერს  Reuters. 

სააგენტოს ინფორმაციით, მელიას დაკავება გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე დღეში მოხდა, რომელიც ოპოზიციონერის დაკავების საკითხზე მთავრობის სხვა წევრებთან პოზიციის შეუთანხმებლობის გამო გადადგა. მან ასევე განაცხადა, რომ მელიას დაკავებას ქვეყანაში შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვეს.

მელიას ბრალდებულია 2019 წლის ივნისში საპროტესტო აქციის დროს ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებაში. თავად მელია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

Reuters-ის ინფორმაციით, გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მან გირაო არ გადაიხადა. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ საქართველოს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მელიას დაკავების ღონისძიება გადადებულია.

მელიას დაკავებამდე შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმისკენ და ძალადობრივ ქმედებებზე უარისკენ მოუწოდა, ასევე მოუწოდა მათ არ ჩარეულიყვნენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

იხილეთ აგრეთვე:

🚸 „არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე

🚸 „დასანანია, რომ ქართველების 30 წლიანი ბრძოლა ამით დასრულდა“ - ნინო ბურჯანაძე მელიას დაკავებაზე