მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გადადგომისთვის მზად არის

ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნოკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დასატოვებლად მზად არის და დაინტერესებულ ძალებს 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებზე იწვევს. 

მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ჩატარებულმა ოპოზიციურმა აქციებმა ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ძალაუფლებას მკაცრი წინააღმდეგობის ფონზე ვინარჩუნებთ, პირიქით, ძალიან სუსტად გვედავებიან, თუმცა ეს ყველაფერი არ აუქმებს საზოგადოების წინაშე ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს, რომელიც მე ხალხმა გადმომცა”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

როგორც მან განმარტა, მზად არის, ხალხის მხრიდან ნდობის დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფოს ხელმძღვანელობა გააგრძელოს.

👉 ინფორმაციისთვის, სომხეთში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს.

👉 ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ისინი ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებენ.

👉 აქციები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 10 ნოემბერს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დაიწყო.