მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიუ-მექსიკოს შტატში, მანქანის მძღოლი აღლუმის მონაწილეებს შორის შეიჭრა - დაშავებულია 15 ადამიანი

ნიუ-მექსიკოს შტატში, მანქანის მძღოლი აღლუმის მონაწილეებს შორის შეიჭრა

ნიუ-მექსიკოს შტატში გამართულ აღლუმზე მანქანა შეკრებილ მოქალაქეებს შორის შევარდა, შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც აღლუმის მონაწილეებს შორის შეიჭრა ნასვამ მდგომარეობაში იყო. 

ეჭვმიტანილი მძღოლი საკუთარი მანქანით მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.