მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოვაკ ჯოკოვიჩის დროში მოგზაური პისიარ ტესტები

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი

სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის კოვიდ 19-ის ტესტის პასუხის ვადასთან დაკავშირებით, რომელიც მან ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობისთვის ავსტრალიაში შესასვლელად გამოიყენა, ეჭვები გაჩნდა. ტესტი გათვალისწინებული იყო იმისთვის, რომ ის არავაქცინირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლებულიყო. თუმცა, BBC-ის მიერ მოძიებული 16 დეკემბრის აღებული ტესტის სერიული ნომერი არ ემთხვევა ამავე პერიოდში სერბეთში აღებული ტესტის სერიულ ნომერს.

აღნიშნული ტესტის მაჩვენებელი აღემატება 6 დღის შემდეგ გაკეთებულ მეორე ტესტის მაჩვენებელს, რომლის პასუხიც ნეგატიური იყო. საბოლოოდ, ჯოკოვიჩს სავიზო მოთხოვნაზე უარი ეთქვა, თუმცა არა ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო. მისი ადვოკატების მიერ ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები შედგება ორი კოვიდ სერტიფიკატისგან, რომელთაგან ერთი არის 16 დეკემბრის და კოვიდ დადებითი შედეგით, ხოლო მეორე 22 დეკემბრის და - უარყოფითი შედეგით.

ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი, მათ შორის, სერბეთის ჯანდაცვის ორგანოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტები ტესტის ჩატარების დროის მიხედვით ადასტურებს თარიღებს ამ სერტიფიკატზე. გერმანულმა კვლევითმა ჯგუფმა, სახელწოდებით Zerforschung, პირველად დაადგინა შეუსაბამობა, რომ წინა ტესტს დადასტურების უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე მოგვიანებით გაკეთებულს.

მათ დაწერეს ბლოგი სახელწოდებით „ნოვაკ ჯოკოვიჩის დროში მოგზაური პისიარ ტესტები“ და ითანამშრომლეს გერმანულ საინფორმაციო ვებგვერდ Der Spiegel-თან, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებდა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაცია ავსტრალიიდან ორი სასამართლო პროცესის შემდეგ განხორციელდა. სერბი ვარსკვლავი არ არის აცრილი კოვიდ ვაქცინით, ამიტომ მას ავსტრალიაში ჩასვლა მოუწია პისიარ ტესტით, რომელმაც გამოიწვია ვნებათა ღელვა. სწორედ ამის გამო მან ვერ შეძლო დიდი სლემის ტურნირში მონაწილეობის მიღება, რომელიც 9-ჯერ აქვს მოგებული.

როგორც ცნობილია, ჯოკოვიჩი ავსტრალიისგან 6 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს, აქედან 2 მილიონი დოლარი - პოტენციური საპრიზო თანხა ტურნირის მოგებისთვის და 4.3 მილიონი უკანონო დაკავებისა და უხეში მოპყრობისთვის.