მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა

მოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ იმიგრაციის მინისტრის მიერ მისი ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მისი გადაწყვეტილება, არ გაეკეთებინა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ავსტრალიის საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა.

შესაბამისად, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს.

ინფორმაციისთვის, ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა პირველად გასულ კვირას მელბურნში ჩასვლისას გაუუქმდა, როცა მან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ვერ წარადგინა.

თუმცა, მან ვიზის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი მოიგო და ქვეყანაში დარჩენის უფლება მოიპოვა.

მას შემდეგ ჩოგბურთელის ავსტრალიაში ყოფნა მთლიანად მინისტრ ალექს ჰოუკის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, რომელმაც მას ვიზა მეორედ გაუუქმა. 

მსოფლიოს პირველი ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა ცხრაჯერ აქვს მოგებული.