უცხოეთი

ოდესის პორტიდან გასული სიმინდით დატვირთული გემი სტამბოლში ჩავიდა - BBC

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა
1659810900
დაკოპირებულია

ოდესის პორტიდან 5 აგვისტოს გასული სიმინდით დატვირთული 3 სატვირთო გემიდან ერთი სტამბოლში ჩავიდა. ამას მოწმობს Marinetraffic სერვისის მონაცემები, რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ გემების მოძრაობას.

თურქული მედია იტყობინება, რომ დარჩენილი 2 გემი Rojen და Polarnet უკვე თურქეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან.

სატვირთო გემი Navistar, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავს, დღეს შევიდა სტამბოლის პორტში. გემი 33 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული. 

მედიის ცნობით, სტამბოლის პორტის კოორდინაციის ცენტრში სამივე გემს ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი დაათვალიერებს.

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანა 22 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება - ISW

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ „საკნები მზადდება“ - რუსები მარიუპოლში ტყვეების სასამართლოსთვის ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ

✔️ უკრაინის სამხრეთში ნიკოლაევის ალყაში მოსაქცევად 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული - The Times

✔️ შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს - The Insider