უცხოეთი

ოქროს იმპორტის აკრძალვა, „სბერბანკის“ აქტივების გაყინვა - ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის დროშები
1658331043
დაკოპირებულია

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ოქროს იმპორტის აკრძალვასა და „სბერბანკის“ აქტივების გაყინვას მოიცავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიწონეს. რუსული ოქროს იმპორტი აიკრძალება, ხოლო „სბერბანკის აქტივები“ გაიყინება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი.

ერმაკის თქმით, სანქციების ახალი პაკეტი სანქციების სიაში 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას ითვალისწინებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გაზის ემბარგოზე, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებაზე და ნავთობის ფასის შეზღუდვაზე“, - დასძენს ანდრეი ერმაკი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, ახალი ეპოქა იწყება“ - პუტინი

👉 „რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

👉 შოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „სწრაფად განადგურება“ დაავალა

👉 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT

👉რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება, იარაღი გვჭირდება - ალექსეი რეზნიკოვი