მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოლაფ შოლცი გერმანიის ფედერალურ კანცლერად ოფიციალურად აირჩიეს

ოლაფ შოლცი

გერმანიას ახალი ფედერალური კანცლერი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ბუნდესტაგმა (პარლამენტმა) ის ოფიციალურად დაამტკიცა. შოლცს 395 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სოციალ-დემოკრატმა შოლცმა კანცლერის თანამდებობაზე ანგელა მერკელი შეცვალა, რომელიც გერმანიის ფედერალურ მთავრობას 16 წლის განმავლობაში ხელძღვანელობდა.

კანცლერად ასარჩევად ოლაფ შოლცს 369 ხმა სჭირდებოდა. მას როგორც თავად სოციალ-დემოკრატებმა, ასევე, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ამ სამმა ძალამ გერმანიის მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა.

ოლაფ შოლცი გერმანიის მეცხრე კანცლერი გახდა. ის 1958 წელს ოსნაბრიუკეში დაიბადა. ორჯერ იყო ბუნდესტაგის დეპუტატი - 1998 და 2001 წელს. 2018 წლიდან კი გერმანიის მთავრობის ფინანსთა მინისტრი და, ერთდროულად, ვიცე-კანცლერი იყო.

გერმანიის მოსახლეობის თითქმის 2/3-ს მიაჩნია, რომ შოლცი კანცლერის თანამდებობაზე ოთხ წელზე მეტ ხანს ვერ გაჩერდება. 

ამავე თემაზე:

🔴 მერკელის „ორეული“, რომელმაც ანგელას ეპოქა დაასრულა - ვინ არის ოლაფ შოლცი?