
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს.
„ჩემი ბოლო სატელეფონო ზარიდან გარკვეული დრო გავიდა. მაგრამ მე ვაპირებ, კვლავ ვესაუბრო პუტინს“, - განაცხადა შოლცმა.
მანამდე შოლცმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში მან პუტინს „ბევრჯერ“ და „დიდი ხნის განმავლობაში“ დაურეკა და ასე გააგრძელებს.