მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოლიმპიადა გრაფიკის მიხედვით ჩატარდება „ომიკრონის“ მიუხედავად - პეკინი

ჩინეთში ოლიმპიადა გრაფიკის მიხედვით ჩატარდება

ჩინეთი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს გრაფიკის მიხედვით ჩაატარებს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიუხედავად. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

შესაბამისი განცხადება პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლინზიანმა განაცხადა.  „ჩინეთს აქვს კორონავირუსთან ბრძოლის დიდი გამოცდილება. დღევანდელი სიტუაცია ჩვენთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს. ჩინეთი ოლიმპიური თამაშებს გრაფიკის მიხედვით, წარმატებით ჩაატარებს“ - განაცხადა  ჩჟაო ლინზიანმა.

ზამთრის ოლიმპიური თამაში 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება. ისევე როგორც 2021 წელს იაპონიაში, ჩინეთშიც ოლიმპიადა უცხოელი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. რაც შეეხება მონაწილეებს, მათ რეგულარული ტესტირება და შემოწმება ჩაუტარდებათ.