მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომი არ იქნება, ომები არ გვინდა“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„თუ ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვინდა ომები, მაგრამ, ასევე, არ დავუშვებთ უხეშ თავდასხმებს ჩვენს ინტერესებზე, არც ჩვენი ინტერესების იგნორირებას დავუშვებთ“, - აცხადებს ლავროვი.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ არის ულტიმატუმი და მათში არაფერია აღმაშფოთებელი, მოსკოვს უბრალოდ სურს, რომ პატიოსნად მოექცნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებულ წერილში რამდენიმე კონსტრუქციული ნაწილი იყო, თუმცა ძირითადად, მეორეხარისხოვან საკითხებზე.

ლავროვმა ცალ-ცალკე ისაუბრა შეერთებული შტატების და ნატოს რეაქციაზე ადრე გაგზავნილ უსაფრთხოების პროექტებზე, პირველს უწოდა „დიპლომატიის სიმაღლე“, ხოლო მეორეს „ძალიან იდეოლოგიზებული“, ასევე, დაამატა, რომ ცოტა შერცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

🔴 The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი